თეგებით ძიება

სპეცოპერაციის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ნახეთ, რომელიც პოლიტიკოსის შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციისას, საქართველოს მასშტაბით 10-მდე პირია დაკავებული. სპეცოპერაციის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "ტვ პირველის" ცნობით, თბილისში, ხვედელიძის 24 ნომერში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დეპუტატ თემურ ჟორჟოლიანის შვილი 30 წლის ბექა ჟორჟოლიანი აიყვანეს. ოჯახის წევრები ვერ აკონკრეტებენ რა კავშირი ჰქონდა ჟორჟოლიანს ქურდულ სამყაროსთან.

არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით არის დაკავებული.

დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წევრობას, ე.წ. ქურდული “საერთოს” შეგროვებას და ქურდული გარჩევების ორგანიზებას ედავება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა