თეგებით ძიება

ძალიან ძნელია შერიგება ადამიანთან, რომელიც ქურდი და მკვლელია და აქეთ გიწოდებს ქურდსა და მკვლელს - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ "„ძალიან ძნელია შერიგება ადამიანთან, რომელიც ქურდი და მკვლელია. კიდევ უფრო რთულია ისეთ ქურდთან და მკვლელთან შერიგება, რომელიც შენ გიწოდებს ქურდსა და მკვლელს".


„იმის გასაღები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სულ ქუჩაში არ გარბოდეს, მე მხოლოდ ერთი რამ მგონია. რომ გადავხედოთ მათ ისტორიას, როდესაც „ნაცმოძრაობა“ მოღონიერდებოდა ხოლმე, მაშინვე ექმნებოდა საფრთხე ქვეყნის სტაბილურობას და სიტუაცია ირეოდა. არაერთი ასეთი ეპიზოდი გვახსოვს 9 წლის განმავლობაში. როგორც კი „ნაცმოძრაობა“ სუსტდებოდა, ქვეყანა წელში იმართებოდა და სტაბილურობას აღარა ემუქრებოდა საფრთხე. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“ მით მეტად დამშვიდდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის რეალურად სიმშვიდის გასაღები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი დასუსტებისთვის და ეს პროცესი მიდის. ტენდენცია კარგია, მთავარია მეტად შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა