თეგებით ძიება

"გლოვობს ბათუმი, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ავირიე…“ - მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ

"გლოვობს ჩემი ბათუმი. გარდაიცვალა შოთა ცერცვაძე", - სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი"

ქალბატონ ინგა, ვიზიარებ მწუხარებას თქვენი უკეთილშობილესი შვილის, შოთიკოს გარდაცვალების გამო უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს სადაც მართალნი განისვენებენ. თქვენ კი გამძლეობა და მხნეობა მოგმადლოთ… სიტყვებს ვერ ვპოულობ, ავირიე… გაგაძლიეროს უფალმა უტკბილესო ინგა. შენი ანგელოზი, იშვიათი, ყოველმხრივ გამორჩეული, საოცარი შოთიკო, მიწამ როგორ უნდა მიიღოს? ნუთუ მიწას არ შერცხვება მისი?

საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა... როგორ არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში...", - წერს შოთო სიხარულიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა