თეგებით ძიება

ივანიშვილს ჯაფარიძე-ხაზარაძის დაკავების თავი არ აქვს - ნიკა მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ივანიშვილს ჯაფარიძე-ხაზარაძის დაკავების თავი არ აქვს.

"აბსურდიც არის და აბსურდიც - რა ქნას ივანიშვილმა? - წლების წინ დაიწყო ეს საქმე და იძულებულია მიჰყვეს. ბიძინა ივანიშვილის უდიდესი სურვილია, ბადრი და მამუკა დააპატიმროს, წერეთლების ოჯახი დააზიანოს და ამით "ტვ პირველი" მიაყენოს დიდი დარტყმა, თუმცა დიდი სურვილის მიუხედვედავად, ისინი ამას ვერ გაბედავენ, რადგან მათი სტანდარტისთვისაც კი ბევრი პოლიტიკური პატიმარი ერთ მოცემულ პრიოდში მეტისმეტია"- განაცხადა "ტვ პირველთან" ნიკა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების შემთხვევაში დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

"ბერი ფიქრობს, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული - გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ხვდებით ბიძინა ივანიშვილი რა მდგომარეობაში ჩავარდება?- ჩვენ მოგვეცემა ისმის შესაძლებლობა, რომ ვთქვათ: აი, შენმა სასამართლომაც თქვა, რომ ცუდი კაცი ხარ, ბოროტი და პოლიტიკურად დევნი ადამიანებს. დაპატიმრების თავი არ აქვს ივანიშვილს და რაღაც შუალედური გადაწყვეტილების მოფიქრება მოუწევთ. რა იქნება ეს არ ვიცი, თუმცა მამუკასა და ბადრისთვის, წერეთლების ოჯახისთვის რის გაკეთებასაც აპირებდა ივანიშვილი, უკვალოდ არ ჩაივლის. ძალიან მწვავე რეაგირება იქნება, მაშთ შორის საერთაშორისო საზოგადიოების მხრიდან. ეს იცის ივანიშვილმა. დაპატიმრება არ აწყობს და არც გათავისუფლება უნდა"- განაცხადა მელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა