თეგებით ძიება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მთავრობა“ საქართველოს მოქალაქეებს ნარკოტიკების კონტრაბანდაში ადანაშაულებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს ნარკოტიკების კონტრაბანდაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, საუბარი ეხება 9 დეკემბერს დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს კახაბერ ნათაძესა და ვლადიმირ კანიაშვილს.

კანიაშვილი და კანაძე გორის მკვიდრი არიან.

„პირადი ჩხრეკისას ერთ-ერთ დამნაშავეს აღმოაჩნდა დაახლოებით ერთი გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. 15 დეკემბერს დაკავებულებთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, დანაშაულებრივი ქმედებების მუხლით, რაც გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (საზღვრის უკანონო გადაკვეთა) და 229.1-ე მუხლებით. (ნარკოტიკების კონტრაბანდა)“, - აცხადებენ დე ფაქტო მთავრობაში.

ამასთან, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ყოფილი სამხედროს მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ ცხინვალში ოფიციალურად ინფორმაციას არ ავრცელებენ.

„სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაში ჩართულმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში დონეცკში, ლუგანსკსა და სირიაში, უნდა ახსოვდეთ, რომ ომის დანაშაულები დროის მიუხედავად დასჯადია“, - აცხადებენ ე.წ. მთავრობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა