თეგებით ძიება

"ნაციონალური მოძრაობის" "ნიანგის ცრემლები" ბლეფია - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხირდან პრეზიდენტის მოწვევაზე უარის თქმა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ შერიგებაზე მათი ინიციატივა ბლეფია.

„პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარეებს იწვევს, ამ დროს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო მარგალიტი „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს და ღონისძიებას არ ესწრება. ერთი თვეა, საპროტესტო აქცია აქვთ, თურმე, შერიგება უნდათ, ერთმანეთს უნდა მივუტევოთ და რა დროს დაპირისპირებაა, მაგრამ პრეზიდენტმა მიიწვიათ და არ მიდიან, რადგან თავიანთი დღის წესრიგი აქვთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათი ინციატივა შერიგებაზე და ნიანგის ცრემლები არის ბლეფი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსანანიებელი აქვს საქართველოს მოსახლეობასთან, მათთან მივიდნენ და დაელაპარაკონ. რვა არჩევნებს რომ აგებ ისე, რომ დასავლეთი ამბობს, არჩევნებზე თავისუფალი არჩევანის გაკეთება დაცული იყოო, ეს მიუთითებს, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია ეს ხალხი. ზოგი ინიციატივა ჭკვიანური აქვთ და მხარს ვუჭერთ, შესარიგებელი რა გვაქვს? თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილს ეპატიება წამება, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი და ციხიდან გამოვუშვებთ, ძალიან შემცდარა. სჯობს, ის კაცი დაასვენონ და სიცრუეში ნუ აცხოვრებენ“, – განაცხადა ზარქუამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა