თეგებით ძიება

"გადაწყვეტილებაში ნათქვამია რომ ხელისუფლებამ ჩაააფლავა ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა მრავალ საფეხურზე" - თამარ ჩერგოლეიშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

"ტაბულას" რედაქტორი და დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.


"დიდი დღეა დღეს ხალხო!

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა
2013 წლის 17 მაისს, გამოხატვის თავისუფლების დარღვევის, უსაფრთხოების ვერ უზრუნველყოფის და კიდევ ბევრი ბევრი მიზეზის გამო, ქართული სახელმწიფო ასეულობით ათასი ევროთი დაჯარიმდა.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია რომ ხელისუფლებამ ჩაააფლავა ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა მრავალ საფეხურზე.
მალე დაიდება ზუსტი თარგმანი.
კარგია რომ წულუკიანმა ეს საქმე სამაგალითოდ წააგო (მაგისი წარმოებულია).

ეს ფოტო გურამ მურადოვმა გადაიღო, მაგრად მიყვარს, იმიტომ რომ
ზუსტად გამოხატავს ჩემს განწყობას, ჯებირებ გამორღვეული ანაფორიანი ეშმაკების დანახვისას რაც დამეუფლა!", - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა