თეგებით ძიება

"ძალიან მიხარია, რომ ამ კომპენსაციას ჩვენი ჯიბიდან გადავიხდით" - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"თვალწინ მიდგას 17 მაისს ის სახეები, თვალები, მოძრაობები, როცა სასულიერო პირები, გავეშებული უმრავლესობა და სახელმწიფო ერთად დაესხა თავს ათეულობით ადამიანს. არავის არაფერს რომ არ უშავებ და მხოლოდ არსებობის გამო სასიკვდილოდ რომ გიმეტებენ.

მე თავისუფლებაზე ვიდექი და მახსოვს საკუთარი შიშიც როცა შავი აგრესიული ტალღა წამოვიდა.

იმ მომენტში ამ ხალხს უთხრეს შენი არსებობა არ გვინდაო, მოგერევითო, გაგსრისავთო. და დღეს ყველას გვითხრა სტრასბურგმა, რომ არ არიან ისინი დაუცველები, სადღაც მაინც არსებობს რაღაც ინსტიტუტი, რომელიც არ დააჩაგრინებს.

ზოგი წერს, რა ცუდია, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთო. ცუდი, რაც მოხდა ის არის, პლიუს დიახ ყველამ უნდა გავინაწილოთ პასუხოსმგებლობა იმ სიველურის გამო, რომელსაც ამ ქვეყნის უმრავლესობა ახორციელებდა და მერე 5 ივლისსაც გაიმეორეს, იმიტომ, რომ ერთხელ გაუვიდათ. სიმართლე ვთქვათ, დიდი წინააღმდეგობაც არ შეხვედრიათ.

ამიტომ დიახ ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპენსაციას, ჩვენი ჯიბიდან", - წერს "დროას" ლიდერი.

ცნობისთვის, 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებულთათვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა