თეგებით ძიება

ეს არის პირველი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივია - სალომე ზურაბიშვილი

ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივია, მგონი, პოზიტივად იქმნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, გაუთავებელ დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა რეალურად ჩვენი ქვეყანა, გააჩერა, პრაქტიკულად, - ამის შესახექ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა მიღებაზე, რომელსაც ის პოლიტიკური პარტიებისთვის მართავს.

"ეს შეკრება არ არის რაღაც არაჩვეულებრივი, ჩვეულებრივი მოვლენაა. ამავე დროს, არ დავმალავ რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანია, შეიცვალოს რაღაც ოდენობით მაინც ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს. ამით ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივია, მგონი, პოზიტივად იქმნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, გაუთავებელ დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა რეალურად ჩვენი ქვეყანა, გააჩერა, პრაქტიკულად, არაა საკითხი რომლის გადაწყვეტაც შეგვიძლია ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე. ამ პროცესის დაწყება, მე მგონი, დროულია. ერთის მხრივ იმიტომ რომ 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო 30 წლის ზრდასრული სახელმწიფოა, დროა ჩვენ გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე. ახალ პოლიტიკაზე. მართალია ძალიან ბევრი მოვლენა იყო, გავიარეთ რთული პროცესები, სადაც პრაქტიკულად თუ არა გამონაკლის პერიოდში სულ იყო ორი ბანაკი, თუ არა მეტი და სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ის, რაც გავიარეთ, რაც ვიცით, და რაც მე მგონი, არავის არ სურს რომ დავინახოთ გამეორებული ამ ქვეყანაში. დროა, საზოგადოებისთვის, იგი არამხოლოდ დაღლილია, გადაღლილია", - განაცხადა პრეზიდენტმა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა