თეგებით ძიება

პრეზიდენტი - ვალდებულად ვთვლი, რომ შერიგების პროცესი დავიწყო

ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს შერიგების პროცესი დავიწყო, - ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა.

"ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს [შერიგების] პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი. ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ დავიწყოთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა...ყველა დარგი არის პოლარიზებული. დაიწყება კონსულტაციები, ყველა სფეროს მონაწილეობით", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა