თეგებით ძიება

უბედური შემთხვევა სურამში - 33 წლის მამაკაცი სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 33 წლის მუშა სიმაღლიდან გადავარდა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

მამაკაცის გარდაცვალებას პროტესტი მოჰყვა. ამ წუთებში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვენ.

გარდაცვლილის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შემთხვევა სურამში გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა