ოკუპანტების მიერ გატაცებულ საქართელოს სამ მოქალაქეს დე ფაქტო რეჟიმმა პატიმრობა შეუფარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებულ სამ მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა. უწყების განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით მიაწოდეს.
ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ: ვლადიმერ კანიაშვილს - 1 თვით; კახაბერ ნათაძეს - 2 თვით; მამუკა ჩხიკვაძეს - 2 თვით.
შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები 10-12 დეკემბერს გაიტაცეს.