თეგებით ძიება

წეროვანში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციალ 1985 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, სოფელ წეროვანში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა თავის მეზობლებს: 1983 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 1990 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდათ.სამართალდამცველებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, გ.მ. დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის 1- ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"- ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა