ნუცუბიძეზე ერთი ადამიანი დაჭრეს
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ერთი ადამიანი დაჭრეს.
შემთხვევა ნუცუბიძის მეოთხე და მეხუთე პლატოს შორის, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა.
შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.