17 წლის მოზარდის დაჭრაში დამნაშავე იდენტიფიცრებულია - ის 19 წლის ნიკა თოიძეა
სისხლიანი გარჩევა ნუცუბიძის პლატოზე - პირი, რომელმაც 17 წლის მოზარდი დაჭრა, იდენტიფიცრებულია. არსებული ინფორმაციით, დამნაშავე 19 წლის ნიკა თოიძეა. პოლიცია მას ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ეძებს.
შემთხვევა გუშინ საღამოს 8 საათისთვის მოხდა. არასრულწლოვანს საკუთარ უბანში, ნუცუბიძის პლატოზე ჩაუსაფრდნენ, რის შემდეგაც დანით დაზიანებები მიაყენეს. დაშავებული ამ დრომდე კავკასიის მედიცინის ცენტრში მკურნალობს.
წინასწარი ინფრომაციით მომხდარში 5-მდე პირი მონაწილეობდა.