თეგებით ძიება

"20 დეკემბერს - ყველაზე გრძელი და ბნელი ღამე, აღარ გათენდა შენთვის" - ნინო სამყურაშვილი

ჟურნალისტი, ნინო სამყურაშვილი გარდაცვლილი დედის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს წერს:

"დე, 7 წელი უშენოდ და არცერთი დღე შენ გარეშე. 20 დეკემბერს - ყველაზე გრძელი და ბნელი ღამე, აღარ გათენდა შენთვის.
ათასი სისულელით თავს ვინუგეშებ, რომ ისე მივედით ბოლომდე მძიმე ტკივილი (რას სიმსივნეს თან ახლავს) არ ჰქონია ან კიდევ ბოლო წამამდე გონება არ დაუკარგავს, არადა როგორი უსუსური ხარ - სიცოცხლე უნდოდა, შენი იმედი ჰქონდა და ვერ გადაარჩინე. ვერაგმა დაავადებამ - სიმსივნემ - გვაჯობა.
არასდროს ისეთი საბრალო და უსუსური არ ხარ, როდესაც მშობელს დატოვებ სასაფლაოზე და სახლში უნდა დაბრუნდე, რატომ ვწერ ამას? იმიტომ კი არა რომ ვინმეს შეეცოდო ან განუგეშოს... ანდა კიდევ ტკივილი სადმე გაივლის... არა, რათქმა უნდა, უბრალოდ, ისე აღარაფერი იქნება, როგორც იქამდე იყო... ხანდახან კი არ ვაფასებთ (თუნდაც მძიმე ყოველდღიურობისა თუ სხვა მიზეზის გამო) ჩვენ გვერდით ყველაზე მთავარ სიმდიდრეს, როცა საყვარელი ადამიანები ჩვენ გვერდით არიან... ვიდრე არიან გულში ჩაიკარით და მათი ყველა ზარი თუ გაუთავებელი შეკითხვები - თბილად ჩაცმაზე თუ ნელა იარეზე - ყველაზე საყვარელ ფრაზებად აქციეთ.
პ. ს. დედას სიკეთეს მე ვერ გადავიხდი, პირიქით ყოველთვის ბოდიშს ვეტყვი რომ ვერ გადავარჩინე... ჩემ სადებიუტო წიგნში კი დედა სულ დარჩება, პირველ გვერდზე მთავარი წარწერით:
დედას, თინათინ გრატიაშვილს ", - წერს სამყურაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა