თეგებით ძიება

თემურ ალასანია სასამართლოში კიდევ ერთ საქმეზე გამოიკითხება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია დღეს კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხება.

მისი გამოკითხვა 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კვლავ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება.

საქმე ეხება თაღლითობის და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

შეგახსენებთ, თემურ ალასაია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 17 დეკემბერსაც გამოიკითხა. ამ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედება ეხებოდა 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი თემურ ალასანიას სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა