თეგებით ძიება

როგორია გარდაბანში დაჭრილის მდგომარეობა? - მამაკაცს 20-მდე ტყვია ესროლეს

გარდაბანში, სოფელ ყართაკლიაში 37 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას 20-მდე ტყვია გამვლელი ავტომობილიდან ესროლეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე იძებნება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს​.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა