თეგებით ძიება

"დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე ვართ. დღეს ჩემი შვილი უკანონო პატიმარია" - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, მიმართა რომ დღეს დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე ვართ.

“89 წლიდან დაწყებული ამ ქუჩას ბევრი აქცია უნახავს, ბევრი დარბევაც უნახავს. დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა მოქალაქეებმა, განურჩევლად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს, ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს, იმისთვის, რომ მოეპოვებინათ და შემდეგ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენ სწორედ, ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე ვართ. დღეს ჩემი შვილი უკანონო პატიმარია, მას ძალიან უნდოდა, რომ დღეს ყოფილიყო თქვენთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ, მოკლებულია ამ შესაძლებლობას”,- განაცხადა გამოსვლისას გიული ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა