ახალი დეტალები ვარკეთილში მოკლული 22 წლის ორსულის საქმეში
ვარკეთილში მოკლული 5 თვის ორსული, 22 წლის ქეთა კეპულაძეა.
მეუღლის მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა 23 წლის გოგა გზირიშვილი დააკავეს.
საზარელი შემთხვევა ვარკეთილში დღეს მოხდა. კაცმა ორსულ ცოლს 5 ჭრილობა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.
ფაქტზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.