22 წლის გოგო სიკვდილამდე განწირული ხმით შველას ითხოვდა – ,,სახლიდან წამოვიდა, ჩემთან იყო, ერთი კვირის წინ ქმარმა წაიყვანა”
ვარკეთილში ოჯახური კონფლიქტი საზარელი მკვლელობით დამთავრდა. ქმარმა, გოგა გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული ცოლი სამზარეულოს დანით მოკლა. ამ ტრაგედიას კიდევ უფრო ამძიფრებს ის, რომ მამაკაცმა ცოლს ხუთი სასიკვდილო ჭრილობა 1 წლის შვილის თვალწინ მიაყენა. მეზობლებმა გზირიშვილების ნაქირავბეი სახლიდან ქალის განწირული ხმა გაიგეს. პოლიციას ქალი გარდაცვლილი დახვდა. მამაკაცს მიმალვა არ უცდია, სამართალდამცვაბს თავად ჩაბარდა.
როგორც ყვებიან, წყვილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, გოგა გზირიშვილი უმუშევარი იყო.
-კონფლიქტის გამო წამოვიდა სახლიდან და ერთი კვირა ჩემთან იყო სახლში. მერე მისი ქმარი მოვიდა და წაიყვანა, – ყვება ოჯახის ახლობელი.
ქეთა კეპუაძე 22 წლის იყო.