"კოალიცია ცვლილებისთვის" ახალციხის ოფისის წარმომადგენელი, დავით ახალკაცი დააკავეს
პარტია „ახალის" ახალციხის ოფისის წარმომადგენელი, დავით ახალკაცი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტია "ახალის" პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებას წინ უძღოდა ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძესა და დავით ახალკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც პოლიციამ ახალკაცი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ახალციხეში, საახალწლო ღონისძიებაზე მოხდა.