ახალი დეტალები ორსული ქალის მკვლელობის საქმეში - რისთვის არის ბრალდებული წარსულში 2-ჯერ ნასამართლევი
ახალი დეტალები ვარკეთილში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეში - ორსული ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
"კურიერმა" გაარკვია, რომ დაკავებული მამაკაცი წარსულში 2-ჯერაა ნასამართლევი, მათ შორის, ძალადობაზე. მას ცოტა ხნის წინ გაუვიდა პირობითი მსჯავრის ვადა. ამ დროისთვის, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია.
თბილისში, მეუღლის მიერ სასტიკად მოკლული ქეთი კეპულაძე სოფელ ოფშკვითში საკუთარ ოჯახში გადაასვენეს. ახლობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, კონფლიქტის შესახებ არ სმენიათ, მათთვის გაუგებარია, რა მოხდა და რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა მამაკაცმა 5 თვის ორსულ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ერთი წლის შვილის თვალწინ გუშინ მიაყენა, შემდეგ 112-ში დარეკა და პოლიციას ჩაბარდა.