„მე მაქვს ფსიქიკური აშლილობა და ფსიქოტროპულები დამინიშნა ექიმმა..." - რა კომენტარს აკეთბს ფეხმძიმე ცოლის მკვლელი
თეგებით ძიება

„მე მაქვს ფსიქიკური აშლილობა და ფსიქოტროპულები დამინიშნა ექიმმა..." - რა კომენტარს აკეთბს ფეხმძიმე ცოლის მკვლელი

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ განაცხადა:

„ავუხსენი რა იქნებოდა მომავალში, მითხრა - მე თანახმა ვარ პატიმრობაზეო, არავითარი გირაო არ მოუთხოვია. წარსულში ნასამართლევი იყო თუ არა არ ვიცი. ბიჭი იყო ძალიან უხასიათოდ და დღესაც საუბრის სურვილიც კი არ ჰქონდა. სტაციონარულ მკურნალობას არა, მაგრამ აღრიცხვაზე ვფიქსირდებოდი და დანიშნული მქონდა ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომ დავწყნარებულიყავიო, მე მაქვს ფსიქიკური აშლილობა და დამაწყნარებელი იყო ჩემთვის ის ფსიქოტროპულები, რომლებიც დამინიშნა ექიმმაო. პიროვნება იყო ძალიან არაადეკვატური, უხალისოდ, ამიტომ მეც არ გადავტვირთე კითხვებით. შვილი წაიყვანეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა. შეურაცხყოფა მომაყენა და კონფლიქტი მოხდა შეურაცხყოფის ნიადაგზე - ამას ამბობს მხოლოდ, კონკრეტიკა ვერ მოვისმინე", - განაცხადა ადვოკატმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა