დაასრულებს თუ არა "ომიკრონი" პანდემიას - კულუმბეგოვის განმარტება
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ "ომიკრონით" ინფიცირება მძიმედ არ მიმდინარეობს და იანვრის მეორე ნახევრიდან შესაძლოა ეს ახალი შტამი საქართველოში დომინანტური გახდეს.
მისი თქმით, შესაძლოა "ომიკრონის" შტამი პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.
"ინფექციის მიმდინარეობა ნამდვილად შესუსტებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ლეტალობა არ აქვს და მძიმე დაავადების გამოწვევა არ შეუძლია. თუ ვირუსმა შემდგომ პერიოდში რაიმე სიურპრიზი არ მოაწყო, ის იქნება ინფექცია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ექნება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2022 წლის ბოლომდე, ვინც ამ შტამისგან გადარჩება, პლანეტაზე ყველას იმუნიტეტი ექნება",- განაცხადა კულუმბეგოვმა.