542 თბილისი, 118 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 701 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 925 354-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 193 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 885 056.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 583 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 542
⭕ აჭარა - 95
⭕ იმერეთი - 118
⭕ ქვემო ქართლი - 30
⭕ შიდა ქართლი - 30
⭕ გურია - 25
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 54
⭕ კახეთი - 52
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 20
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 15
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5