თეგებით ძიება
27. 12. 2021 COVID - 19

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!"- დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორსულებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და ორსულებს მიმართავს:

"ორსულებისთვის ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ შტამს - ომიკრონს შეშფოთების სტატუსი მიანიჭა.

ბუსტერ დოზის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი გვეხმარება კიდევ უფრო გავაძლიეროთ იმუნიტეტი, შევამციროთ დაინფიცირების და დაავადების მძიმედ განვითარების რისკი.

მომავალი დედებისთვის საკუთარ და პატარას ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორმაგად მნიშვნელოვანია. დაიცავი საკუთარი და შვილის სიცოცხლე! აიცერი!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა