თეგებით ძიება
28. 12. 2021 COVID - 19

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევებმა 60-ს გადააჭარბა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, თუკი პაციენტი აცრილია, „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

როგორც მან აღნიშნა, სწრაფი გავრცელების პირობებში საჭიროა საწოლფონდის მობილიზება.

„ომიკრონის“ 60-ზე ოდნავ მეტი შემთხვევაა დღეს იდენტიფიცირებული. მთავარი რისკი, რომელიც ამ შტამს უკავშირდება, არის მისი სწრაფი გავრცელება. საველე ჰოსპიტლის გამოცდილებაც გვაქვს და ეს არ არის დიდი გამოწვევა ამ ეტაპზე, თუმცა ვფიქრობ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევები მიმდინარეობს მეტად საშუალო და მსუბუქი ფორმებით, მითუმეტეს აცრილ პაციენტებში. თუკი პაციენტი აცრილია, „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. იმ პირების უმრავლესობა, ვინც „ომიკრონით“ დაინფიცირდა, აცრილია და ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია აცრებზე გავაკეთოთ აქცენტი. ასევე ჰოსპიტალური სექტორი 9100 საწოლით მობილიზებული რჩება და თუ საჭირო იქნება დამატებით სასტუმროების მობილიზება და პირველადი ჯანდაცვის ჩართვა, ამისთვისაც მზად ვართ“, - განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა