თეგებით ძიება
28. 12. 2021 COVID - 19

არსებობს თეორია, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ გახდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ გახდეს კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ვითარება მარტივი არ არის. როგორც გამყრელიძე ამბობს, რადგან „ომიკრონის“ შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა, ამით ჯანდაცვის სექტორმა დიდი ზეწოლა განიცადოს.

„უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები, იგივე სამხრეთ აფრიკის მრუდს თუ შეხედავთ, მრუდმა უკვე თავი ქვემოთ ჩამოწია, ანუ უკვე კლება შეიმჩნევა. სწრაფად წავიდა მაღლა და ასევე უკვე დაიწყო შემთხვევების კლების ტენდენცია. იცით, ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ გახდეს კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი.

ვაქცინირებულებს ის შედარებით მარტივად გადააქვთ, არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობაა. ერთ-ერთი თეორია და შეხედულება არის, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ გახდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი. მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ. ის მოდის ცუნამივით, ძალიან დიდი რაოდენობით და დიდი ზეწოლა შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა