ცუდი პროგნოზები გვაქვს - პაატა იმნაძე
აავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ "ომიკრონის შემთხვევების რიცხვის ზრდა მოსალოდნელია.
"უმრავლეს შემთხვევაში ვახერხებთ გავყვეთ "ომიკრონის" თითოეული გადაცემის ჯაჭვს, მაგრამ ცოტა ხანში, ეს შეუძლებელი გახდება, როდესაც რაოდენობა მოიმატებს. აქ რჩება პირბადის ტარება, რამაც ქვეყანაში მოიკლო. როგორც კი პირბადის ტარების მაჩვენებელმა დაიწია, არა მარტო კორონა, გრიპიც გამოჩნდა, რაც დამატებით თავსატეხს გაუჩენს ჩვენს სამედიცინო სექტორს. თუ გვინდა ეს ზამთარი მეტ-ნაკლებად ნორმალურად გავატაროთ, ეს არის პირბადის ტარება.
"ბუსტერი" საჭიროა კორონასგან დასაცავად, 75%-მდე ადის კორონასგან დაცვა, თუ "ბუსტერი" გაქვს გაკეთებული", - განაცხადა პაატა იმნაძემ