თეგებით ძიება
29. 12. 2021 COVID - 19

აუცრელები ძალიან ბევრი გვყავს და, შესაბამისად, შეიძლება შემთხვევების რიცხვი ძალიან სწრაფად გაიზარდოს - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა „იმედის“ ეთერში „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა.

„მართალია, მეცნიერები ამბობენ, რომ „ომიკრონი“ ცოტა იოლად გადააქვს ადამიანსო, მაგრამ იოლად გადააქვთ იმ ქვეყნებში, სადაც აცრით მოცვა იყო 80-85%. ჯერჯერობით არავის უთქვამს, რომ ეს იოლად გადააქვს ადამიანს, რომელიც აუცრელია. აუცრელები ძალიან ბევრი გვყავს და, შესაბამისად, შეიძლება შემთხვევების რიცხვი ძალიან სწრაფად გაიზარდოს. რაც უფრო მეტია შემთხვევები, მით უფრო იზრდება რისკი, რომ სიტუაცია დამძიმდეს. ამიტომ, ამ მხრივ ძალიან სარისკო სიტუაციაშია საქართველო“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა