კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი, ხოლო 2 711 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 930 544-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 890 733 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 13 707 პაციენტი ემსხვერპლა.