1 226 თბილისი, 304 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 059 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 930 544-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.46%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.09%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 711 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 890 733.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 707 პირი ემსხვერპლა.