თეგებით ძიება

"სააკაშვილის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად, ცივი წყალი გადაესხა სალომე ზურაბიშვილის ნალოლიავებ შეთანხმება/შერიგების იდეას" - ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ექსპრეზიდნტ მიხეილ სააკაშვილის მიერ "შავი სიის" შექმნის იდეას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მე ზუსტად ვიცი სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები (ცნობადი ინდივიდები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.) ვინც არიან ამ მიმართვის ადრესატები.

დარწმუნებული ვარ ისინი ენთუზიაზმით დაეწაფებიან ამ იდეას, რადგანაც ეს აზრი მათ წრეებში კარგა ხანია ტრიალებს. როგორც დავწერე, ზოგი უკვე აკეთებს ამას, კონკრეტულ ადამიანებზე იარლიყების მიკერებას. მოგვიანებით დავასახელებ მათ.

სააკაშვილის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად ცივი წყალი გადაესხა სალომე ზურაბიშვილის ნალოლიავებ შეთანხმება/შერიგების იდეას.
და ბოლოს, მსგავსი სიის გაკეთება საზოგადოების მეორე ნაწილსაც შეუძლია და ეს სია ძალიან გრძელი გამოვა", - წერს ანჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა