თეგებით ძიება

"კარგი და საინტერესო სიახლე!" - რას წერს გიორგი ფხაკაძე ანტისხეულებზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თქმით, ახალი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კოვიდ ინფიცირებული ბავშვებში ანტისხეულები საკმაოდ “სტაბილურად” ნარჩუნდება ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში.

"კარგი და საინტერესო სიახლე!
ახალი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კოვიდ ინფიცირებული ბავშვებში ანტისხეულები საკმაოდ “სტაბილურად” ნარჩუნდება ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში. სამწუხაროდ, მოზრდილებში ასე არ არის.
კოვიდ გადატანილი ბავშვების იმუნური სისტემა უფრო კარგად “ადაპტირდება”.
გახსოვდეთ, რომ კოვიდგადატანილებში პოსტკოვიდი არსად წასულა!
დაიცავით ჩვენი პატარები, შეუქმენით მათ უსაფრთხო გარემო. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, გაანიავეთ დახურული სივრცეები და აიცერით.
ჯანმრთელობას გისურვებთ …", - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა