თეგებით ძიება

"პლაგიატი თუ გაგიგიათ, რა არის?!" - ფხაკაძე ჩხაიძეს უპირისპირდება?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებას ეხმაურება და წერს:

"აქამდე ამბობდა, « შეიძლება, ომიკრონმა პანდემია დაასრულოსო» (11 დეკემბერი 2021) ახლა საუბრობს, როგორც ფხაკაძე........
მეჩვენება რამე?! პლაგიატი (სხვისი სიტყვების/აზრების ქურდობა) თუ გაგიგიათ, რა არის?!
კარგი იქნება, თუ ახალი ჯანდაცვის მინისტრი დაფიქრდება ამ საბჭოების და, ზოგადად, ჯანდაცვის სტრუქტურის უფრო კვალიფიციური კადრებით დაკომლექტებაზე. თუ ცვლილებებია, ბარემ გააკეთეთ ტექნოკრატიული ჯანდაცვის სამინისტრო!", - წერს ფხაკაძე.

მოგვიანებით ფხაკაძემ განმარტა, რომ არავის უპირისპირდება.

"მე პედიატრი არ ვარ და ბატონი ივანე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი არ არის.
არავის არ ვუპირისპირდები…
მე პედიატრიაზე სასაუბრო არაფერი მაქვს. ამის კომპეტენცია არ მაქვს და, შესაბამისად ….
თავისი კომპეტენციის ფარგლებში საუბრისკენ მოვუწოდებ სხვებსაც...", - განმარტა ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა