თეგებით ძიება

"ბატონი ამირანი დღეს გვეუბნება... ამის შესახებ მე პირველად 2020 წელს გავაჟღერე" - რს წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურბა.

"ბატონი ამირანი დღეს გვეუბნება, რომ “ეს მაჩვენებელი 4-ზე უნდა გავამრავლოთ”. ამის შესახებ მე პირველად გავაჟღერე საკოორდინაციო საბჭოზე (2020 წელს), როცა დავაყენე ეჭვის ქვეშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკური მონაცემების სიზუსტეზე, რაზეც მხოლოდ დღეს მივიღე პასუხი.

ისე, 2021 წლის 28 ოქტომბრის ჩემი სტატია თუ გახსოვთ, სადაც მე დეტალურად ავხსენი რომ “გაამრავლეთ 4-ზე და მიიღებთ რეალობას” (იხილეთ ბმულები).

რეკომენდაცია ჩემს კოლეგებს: ვიცი რომ მისმენთ და ვიცი, რომ მიყურებთ, საიდან?! რა ვიცი, ჩემს წინადადებებს/მოსაზრებებს/იდეებს ისე იყენებთ რომ ზოგჯერ მძიმე/წერტილის შეცვლაც კი გეზარებათ. ეს არის ფაქტი. ყველა ჩემი გამონათქვამი არის აგებული ღრმა სიტუაციურ ანალიზზე, ბოლო მეცნიერულ კვლევებზე და, რა თქმა უნდა, საჯარო და არასაჯარო მეცნიერულ ნაშრიმებზე. ელემენტარულად, რამეს რომ იმეორებთ აღიარეთ, რომ მეთანხმებით. მეტი თქვენგან არაფერი მინდა. ან რა უნდა მინდოდეს ….

რეკომენდაცია ჟურნალისტებს: როცა სტატიებს წერთ, ცოტა ანალიტიკა დაურთეთ. როცა ვინმე რამეს საუბრობს იქნებ ელემენტარულად დაგუგლოთ. ჩაწერეთ “ფხაკაძე” + “ის თემა რაზეც წერთ” და დაინახავთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ჯანდაცვის სფეროს ეს საკითხები მე უკვე “დაღეჭილი” მაქვს საჯაროდ და არაერთგზის.
ჯანმრთელობას გისურვებთ,
პატივისცემით ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე", - წერს ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა