თეგებით ძიება
09. 01. 2022 COVID - 19

"კიდევ ბევრი ახალი კოვიდვარიანტი იქნება... არ აიცრათ და გაამრავლეთ კორონავირუსი…" - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენას ვარაუდობს და განმარტავს,რომ ეს ვითარება გამოწვეულია დაუდევრობითა და კოვიდრეგულაციების დაუცველობით.

"კოვიდის ვარიანტები დეტალურადაა აღწერილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გვერდზე.

კიდევ ბევრი ახალი კოვიდვარიანტი იქნება და ეს არის ჩვენი, ადამიანების ბრალი.

არ გამოიყენოთ პირბადე, არ აიცრათ, არ დაიცვათ დისტანცია და გაამრავლეთ კორონა ვირუსი… და ასე, უსასრულოდ, ველოდოთ ყოველი 2-3 კვირა ახალ კოვიდვარიანტებს სხვადასხვა კონტინენტიდან და ქვეყნიდან: ფრანგული, ამერიკული, ინდური, ბრიტანული, იტალიური, ბელგიური, ბერძნული და, რა თქმა უნდა, ქართული …

სირაქლემის პოზიციაში ყოფნა,მგონი, ახალი “ტრენდია” …. გააგრძელეთ ასე, არ დააკლოთ არაფერი კორონას …. ჩაატარეთ დაბადების დღეები, კორპორატიულები, კონცერტები და რა ვიცი ….
ჯანმრთელობას გისურვებთ… ", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა