კორონავირუსის მზარდი დინამიკის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს - ალექსანდრე გოგინავა
ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა კორონავირუსის მზარდი დინამიკის შემთხვევაში, კოვიდრეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავს.
მისი განმარტებით, „ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი დინამიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, პიკი იანვრის მეორე ნახევარში დაიწყოს.
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი დინამიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, პიკი იანვრის მეორე ნახევარში, თვის ბოლო რიცხვებში იყოს. თუ შევხედეთ, რომ არის ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა, რა თქმა უნდა, რეგულაციები უნდა გადაიხედოს და გამკაცრდეს“, – განაცხადა გოგინავამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში "ომიკრონის 600 შემთხვევა დადასტურდა.