"ომიკრონის" შემთხვევები მოიმატებს დღეს და ხვალ - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიზის ვარაუდით, დღეს და ხვალ "ომიკრონის" შემთხვევები მოიმატებს.
მისივე თქმით, დადასტურებულ შემთხვევათა 10 პროცენტი "ომიკრონის" შტამია.
“რამდენიმე ასეული საეჭვო შემთხვევა არის კვლევაში, ანუ დიდი ალბათობით "ომიკრონის" შემთხვევები მოიმატებს დღეს და ხვალ. საერთოდ დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის “ომიკრონი”.
იმატებს 18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ასაკში შემთხვევების რაოდენობა. ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბოლატორიულ სექტორზე. ჰოსპიტალში “ომიკრონის” 600 შემთხვევიდან სულ მოხვდა 8 ადამიანი,” – აცხადებს, ამირან გამყრელიძემ.