თეგებით ძიება

"დიდ ბიოლოგიურ ომში ვართ...რამდენიმე "პროცენტზე" გაყიდული ექიმის გამო, ნუ გადავუვლით საქართველოს" - ლალი მოროშკინა

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს:

"რამოდენიმე "პროცენტზე" გაყიდული ექიმის გამო, ნუ გადავუვლით საქართველოს, რამოდენიმე სულგაყიდული "ჩინოვნიკის" გამო ნუ ავიმძაღებთ სულს, ყველას კარგად გვესმის, რომ დიდ ბიოლოგიურ ომში ვართ, რომელიც უფრო "მომგებიანი" აღმოჩნდა თვით ნარკოტიკის და იარაღის ბრუნვაზე!
ჩვენ შეიძლება ვაგებთ ბრძოლებს, მაგრამ მოვიგებთ ომს!!!!!
იმიტომ რომ ყველაზე მაგრები, ნიჭიერები და უძლეველები ვართ!!!
სანამ ევროპა კანკალებდა, ჩვენ არნახული მეჯლისი მოვაწყვეთ, სანამ მსოფლიო გოდებდა ჩვენ "დავღეჭეთ" ოლიმპიადა და უმაგრესი რეზულტატით დავბრუნდით, ჩვენ ცეცხლი დავანთეთ ყინულზე და ოქრო წამოვიღეთ, ჩვენს ხმალს და რაპირას წამოეგო სრულიად მსოფლიო, პარაოლიმპიელებმა საოცრებები დაატრიალეს და საქმით დაამტკიცეს, რომ სულის სიძლიერე უზენაესია!
ჭადრაკის დედოფალმა კვლავ იდედოფლა, ყველაზე მძიმე წონაც დაძლეულია!
ჩვენმა ბიჭებმა და გოგოებმა დაადუღეს მსოფლიო სცენები,
ასეთი ხმები, ასეთი შესრულება, ასეთი თავგანწირვა..
ჩვენმა გენოფონდმა ფეხზე დააყენა მსოფლიო!
მივიღეთ ჯილდოები მსოფლიო კინო ფესტივალებიდან!
რა ქნას მეტი სამ მილიონიანმა ერმა?
მართალია მავანთა აღწერით უკვე ჩინეთს ვადავასწარᲘთ რაოდენობით, ღმერთმა ქნას რომ ასე იყოს!
ისე კი მადლობა თითოეულ ჩვენთაგანს, ეს ჯიში უძლეველია!!!!
ბედნიერი კვირა ერო", - წერს მოროშკინა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა