თეგებით ძიება
09. 01. 2022 COVID - 19

"მე გადავედი უფრო ძლიერ პირბადეზე. ქირურგიული სამედიცინო პირბადე კარგია გარე სივრცეებში, მაგრამ დახურულ სივრცეებში სჯობს..." - რა რეკომანდაციით გამოდის გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში რეკომანდაციით გამოდის და საზოგადოებას, დახურულ სივრცეებში ქირურგიული პირბადის ნაცვლად, FFP2-ის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

"პარიზი - ჟენევა - მართლა მაგარი მატარებელია!

სიახლეები და ცვლილებები მოგზაურობის დროს:

კოვიდ სერტიფიკატი. მე მაქვს ფრანგული???????? და შვეიცარიელი ????????კოვიდ სერტიფიკატები. 2 დოზა ფაიზერი და მე-3 დოზა მოდერნას კოვიდ ვაქცინა. სამივე ვაქცინა გავიკეთე საფრანგეთში.

მატარებლებში კვება აიკრძალა. რესტორანი მატარებლებში დაკეტილია. საკვების და სასმელის მიღება მატარებელში აკრძალურია.

მე გადავედი უფრო ძლიერ პირბადეზე, FFP2 ევროპულ სტანდარტზე. ქირურგიული სამედიცინო პირბადე არის კარგი გარე სივრცეებში სატარებლად, მაგრამ დახურულ სივრცეებში ჯობს, FFP2 გამოიყენოთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა