"მუნჯი მკვლელი" - საშიში დაავადება, რომელიც კორონავირუსის გადატანის შემდეგ იჩენს თავს
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს თავს 2019 წლის ბოლოს დაატყდა და მან მრავალი ახალი გამოწვევაც მოიტანა თან. ექიმები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგაც არავინ არის დაზღვეული პოსტკოქსიგენური სინდრომის განვითარებისგან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანსაც კი, ვირუსის გადატანის შემდეგ, შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნას.
ყველამ იცის, რომ ადამიანს, რომელიც გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, შეიძლება დარჩეს პოსტკოვიდური სინდრომის სიმპტომები დიდი ხნის განმავლობაში – ერთ წლამდეც კი. ქრონიკული დაავადებები მწვავდება, ზოგადი სისუსტე შეინიშნება იმუნიტეტის გაუარესების ფონზე და ჩნდება ახალი სერიოზული პრობლემები. ერთ-ერთი ასეთი გართულება შეიძლება იყოს ე.წ. „მუნჯი მკვლელი“ – არტერიული წნევის არასწორი რეგულირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები.
„კორონავირუსი გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, რაც, ფაქტობრივად, ასოცირდება ყნოსვისა და გემოს შეცვლასთან ან დაკარგვასთან. ასეთ დროს ადგილი აქვს არტერიული წნევის დისრეგულაციას. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგაც კი უამრავი კოვიდგადატანილი უჩივის მაღალ ან დაბალ წნევას.
როგორც ჩანს, ტერმინი „მუნჯი მკვლელი“ სამედიცინო გარემოში სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ეს არის პრობლემა, როდესაც იდეალური არტერიული წნევის მქონე ადამიანს წნევის ცვლილება აღენიშნება მოულოდნელად. მაღალი წნევა ნელ-ნელა იწვევს სისხლძარღვთა კედლის – ენდოთელიუმის ფუნქციის დარღვევას. ადრე ამას წლები სჭირდებოდა, მაგრამ პოსტკოვიდურ პერიოდში ამას შეიძლება კვირები დასჭირდეს. ძალიან ხშირად ეს არის უფრო მძიმე ჰიპერტენზია, რაც იწვევს უფრო მეტ უარყოფით ასპექტებს გულისა და სისხლძარღვებისთვის. იზრდება ინფარქტის ან ინსულტის რისკი.
მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსი ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადი ძლიერი ანთებითი დაავადებაა, რომელიც თითოეულ პაციენტში შეიძლება განსხვავებულად გამოვლინდეს. თუ ზოგიერთს შეუძლია დაავადდეს თითქმის უსიმპტომოდ და ყველანაირი გართულების გარეშე გადაიტანოს ის, მაშინ ზოგიერთში დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე უსიამოვნო შედეგები სრული გამოჯანმრთელების შემდეგაც კი.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. ექიმების თქმით, პოსტკოვიდური სიმპტომის მსგავსი გართულებებისგან დაცვა შესაძლებელია მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთებით. მაშინაც კი, თუ ინფექცია აცრილ სხეულში მოხვდება, შედეგები ნაკლებად დამღუპველი იქნება და თავად დაავადება გაცილებით სწრაფად და მშვიდად გაივლის.
guria.tv