შესაძლოა, ინფიცირებულ ადამიანს ჰქონდეს 2-ვე შტამის ნაზავი, თუმცა ჩვენთან ჯერ არაა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით შესაძლოა, ინფიცირებულ ადამიანს ჰქონდეს "დელტასა" და "ომიკრონის" ნაზავი, თუმცა მსგავსი ჰიბრიდული ვარიანტი ჯერ საქართველოში არაა დაფიქსირებული.
"დიდი ალბათობით [რაოდენობა] დაემატება, იმიტომ რომ სადაც ეჭვი მიგვაქვს, რომ ომიკრონია, საკმაოდ ბევრი გროვდება. 6 შემთხვევიდან საშუალო ასაკი არის 33 წელი, 5 წლამდე იყო 8 ბავშვი. შესაძლებელია, რომ ერთ ინფიცირებულ პიროვნებას აღმოაჩნდეს ორივე შტამის ნაზავი, როგორც ომიკრონის დამახასიათებელი გენეტიკური სტრუქტურა, ის დელტას დამახასიათებელი გენეტიკური სტრუქტურა, მაგრამ ასეთი ნაზავი ჩვენთან ჯერ დაფიქსირებული არ არის. არავინ იცის ჯერ - იქნება უფრო რთული, თუ იქნება უფრო მსუბუქი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში.