თეგებით ძიება

"საქართველოს ბანკი" გვიმტკიცებს, რომ კალაძემ კითხვა იცის... იმის გამო, რომ მას წერა-კითხვაზე არ დასცინონ, რამხელა განცხადება გამოგაქვეყნებინეს" - ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია სამგზავრო ბარათების ირგვლივ შექმნილ შექმნილ ვითარებას, სოციალურ ქსელში აფასებს:

"მოკლედ, საქართველოს ბანკი გვიმტკიცებს, რომ კალაძემ კითხვა იცის.
როგორც თიბისი იტყოდა, შეცდომები მოსულა, მაგრამ სხვისი შეცდომების შეტენვა უხერხულია. იმის გამო, რომ კალაძეს წერა-კითხვაზე არ დასცინონ და კომპლექსზე ფეხი არ დააბიჯონ, რამხელა განცხადება გამოგაქვეყნებინეს.

"9 იანვარს ერთი დღით სამგზავრო აბონემენტების გაცემა შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს.
"საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია "მს+". სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონიმენტების გაცემა.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა.
აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს", - აღნიშნულია "საქართველოს ბანკის" ინფორმაციაში", - წერს სანაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა