ქორწილში თამადად ნამყოფი კაცი, რომელიც კოვიდინფიცირებული იყო, ბინაზე გარდაიცვალა
ოზურგეთში კოვიდინფიცირებული კაცი, ბინაზე გარდაიცვალა. "გურიანიუსის" ინფორმაციით, როგორც ცნობილია, მამაკაცის ინფიცირება რეგულაციების დარღვევას უკავშირდება.
ოჯახის ახლობლების თქმით, ის აჭარაში, ქორწილში თამადად იმყოფებოდა
“გარდაიცვალა პაციენტი ბინაზე, დილის 4 საათზე. დღის განმავლობაში მოხერხდა ის, რომ რეგულაციების დაცვით გააპატიოსნეს. 72 საათის განმავლობაში უნდა დაიკრძალოს. ეს დრო დღეს გადის”, - ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში.