თეგებით ძიება
10. 01. 2022 COVID - 19

ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომს, რომლითაც ომიკრონი იწყება

ამერიკელი ექიმი, ხორხე მორენო, რომელიც კონექტიკუტის კლინიკაში მუშაობს, ამბობს, რომ ომიკრონის გავრცელების გამო საავადმყოფოს უამრავი პაციენტი მიმართავს და მათ უმეტესობას, ყლაპვის დროს, ყელის ძლიერი ტკივილი აქვს.

ამავე სიმპტომზე საუბრობენ ექიმები ნორვეგიაში, სამხრეთ აფრიკაში და დიდ ბრიტანეთში - ყელის ტკივილი ომიკრონისთვის მკვეთრად არის დამახასიათებელი. დეკემბერში სამხრეთ აფრიკის უმსხვილესი სადაზღვევო კერძო კომპანიის, Discovery Health-ის ხელმძღვანელმა, რაიან ნოაქმა განაცხადა, რომ პაციენტები ომიკრონის პირველ სიმპტომად ყელის ტკივილის ასახელებენ, რასაც, შემდგომში, ცხვირის გაჭედვა და მშრალი ხველა მოჰყვებოდა.

აპლიკაციის Zoe COVID Symptom Study-ს მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, პაციენტების უმრავლესობისთვის ყელის ტკივილი არის ომიკრონის პირველი სიმპტომი.

მორენო ამბობს, რომ პაციენტები, რომლებიც მას კლინიკაში მიმართავენ, ვაქცინირებულები არიან, რაც კოვიდის მსუბუქ მიმდინარეობას განაპირობებს.

"მათთვის, ვინც ბუსტერი გაიკეთა, ომიკრონი არის თითქმის გაციების მსგავსი - სინუსიტის სიმპტომებით, ყელის ტკივილით. რამდენიმე დღის შემდეგ მათ უკვე შეუძლიათ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ" - ამბობს მორენო.

იმის მიუხედავად, რომ ყელის ტკივილი დელტასთვისაც არის დამახასიათებელი, ომიკრონის შემთხვევაში ეს სიმპტომი უფრო ფართოდ არის გავრცელებული. ამასთან, როგორც ვირუსოლოგები ამბობენ, სხვა შტამებისგან განსხვავებით, ომიკრონის დროს გემოსა და სუნს, უმეტესად, არ კარგავენ.


წყარო: რუსთავი 2


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა