"კიდევ ერთხელ მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ ავიცრათ, დაწყებულია ინფიცირების ახალი ტალღის აღმასვლა - ირაკლი ღარიბაშვილი
პერმიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს უკვე შეკვეთილი აქვს ვაქცინების ახალი დოზები.
„კიდევ ერთხელ მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ ავიცრათ, ავცრათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები, მშობლები, ოჯახის წევრები. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეს უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა.
ვაქცინები გვაქვს ადგილზე, ამას გარდა, ჩვენ უკვე დავუკვეთეთ სამკურნალო მედიკამენტებიც“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.