ჯანდაცვის სისტემა მზადაა "ომიკრონთან" გასამკლავებლად - ზურაბ აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ სისტემა მზადა არის, ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს, მათ შორის კორონავირუსის ახალი შტამს "ომიკრონს".
"1 000-მდე ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის შემთხვევა. დადებითი, რაც შეიძლება ითქვას, ომიკრონის მიმდინარეობა საკმაოდ მსუბუქია. გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, არ გვაქვს გაზრდილი მნიშვნელოვნად ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე, შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევებიც, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვმკურნალობთ კოვიდით ინფიცირებულებს. ასევე, შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება ფაიზერისა და მერკის წარმოების მედიკამენტები, რომელიც საკმაოდ ეფექტურობით გამოირჩევა", - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.