კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 893 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 968 313-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 916 421 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 264 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,53%, ბოლო 14 დღის - 8,1%, ბოლო 7 დღის - 9,63%-ია.